Accentnews.ge
"ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის"

"ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის"

01/03/2023 13:57:37 პოლიტიკა

"ვინც ხმას მისცემს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი", –ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მწერალთა სახლში “რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის” გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

დიპლომატის თქმით, საქართველოს გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტების „არცერთი ვერსია არ სჭირდება“.

"მთავარი ამ საკითხში არის ის, თუ რა არის საქართველოს ინტერესებში. მნიშვნელობა არ აქვს კანონპროექტის ვერსიას, სჭირდება კი საქართველოს ეს კანონი, რომელიც პირდაპირ საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს?!. და ასევე ნათელია, რომ ვინც ხმას მისცემს ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი. გაერომ, აშშ–მა, ევროკავშირმა და საქართველოს სხვა მეგობარმა ქვეყნებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის იმ ორგანიზაციების მუშაობას, მათ შორს – იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, რომლებიც მუშაობენ საერთო მიზნებისთვის, რაც გულისხმობს უსაფრთხო, წარმატებულ მომავალს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რატომ? რა არის მთავარი მიზანი ამ კანონის და რა არის მთავარი მიზეზი ამ კანონის მიღების, რადგან ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ამ კანონის მიღება ნამდვილად ჩააგდებს საფრთხეში საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რაც არის ძალიან მკაფიო არჩევანი ქართველი ხალხის", – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S