Accentnews.ge
ნიკოლოზ სამხარაძეს მისი ყოფილი სტუდენტები მიმართავენ

ნიკოლოზ სამხარაძეს მისი ყოფილი სტუდენტები მიმართავენ

01/03/2023 16:18:12 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს მისი ყოფილი სტუდენტები მიმართავენ და სთხოვენ, წინააღმდეგობა გაუწიოს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის მიღებას.

უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს, რომელიც „აქცენტს“ თავად ხელმომწერებმა მიაწოდეს.

„გწერთ თქვენი ყოფილი სტუდენტები, რომლებსაც სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდით საგნებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპული ინტეგრაცია, კონფლიქტები და ა.შ. გვსურს, გაგიზიაროთ ჩვენი გულწრფელი წუხილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების მიერ წარდგენილ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს გარშემო არსებული ურთულესი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, დააკარგვინებს ერთგულ მეგობრებს და გაურკვეველი ვადით გადაავადებს მის ევროპულ მისწრაფებებს. ამავდროულად, წარმოდგენილი კანონპროექტი მთლიანად უგულებელყოფს იმ უაღრესად მნიშვნელოვან როლს, რასაც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეწევიან საქართველოში. ის პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალებს, სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია თქვენს ლექციებზე. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, საჯაროდ გამოთქვამთ კანონპროექტისადმი უარყოფით პოზიციას და შეძლებთ თქვენი კოლეგების დარწმუნებას კანონპროექტის მიზანშეუწონლობაში. ასევე, მოგმართავთ საუნივერსიტეტო სივრცეში ან თქვენთვის მისაღებ სხვა საჯარო ფორმატში შეხვედრის თხოვნით, სადაც შესაძლებლობა გვექნება მოვისმინოთ თქვენი არგუმენტები და გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტთან და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია მიმართვაში.

წერილს ხელს აწერენ სტუდენტები:

აბრამაშვილი ვანო — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015; 2016-2018

გაბიძაშვილი ირაკლი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015-2019

გათენაშვილი გიორგი —თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2017

გიგიტაშვილი გივი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014

გოგუაძე გიორგი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015; 2015-2017

გურგენაშვილი ირინა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016

დანელია ეკატერინე — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2006-2010;2010-2012

ენდელაძე დიანა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016

ზოიძე გოგი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014

ზურაბაშვილი თორნიკე — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011; 2019-2023

თომაშვილი თეონა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016

იმერლიშვილი მარიამ — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016-2020

კაკაბაძე შოთა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013

კალანდაძე გივი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016; 2016-2019

კურდღელაშვილი ანი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011

ლეჟავა ლილი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2009-2013

ლომთაძე გიორგი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2010-2014

ლომთაძე თამთა- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2008-2012;2013-2015

მელაშვილი გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2017-2019 (MA)

პაპოშვილი მარიამ- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2009-2013

რევიშვილი გიორგი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2011-2015

სირბილაძე ირაკლი- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2009-2013

სირბილაძე ჟანა -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2009-2013

ქეთი ცანკაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007-2011; 2011-2013

დავით სიჭინავა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2004-2008; 2008-2010; 2010-2015

მარიამ ჩიხლაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007-2011

გიორგი ბობღიაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007-2011

ასმათ ნასყიდაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007-2011

ტურაშვილი თეონა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006-2010

ტყეშელაშვილი მარიამ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2012-2016; 2016-2018

ჭანკვეტაძე ნათია-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2010-2014

ჯაფარიძე მარიამ- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2011-2015

ჯიქია გიორგი -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2009-2013;2013-2015

გაბრიჭიძე ნინი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2011-2015

კალაძე ნინი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2016-2020; 2021-2023

უგლავა თამთა- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2011-2015

ნაროუშვილი დავითი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2010-2014

ნიკურაძე გვანცა-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 2012-2016

ქურიძე ჯაბა- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-2014-2018

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S