Accentnews.ge
აქუბარდია – სამხარაძეს: "ამერიკაში თუ ეროვნული უსაფრთხოებისთვის გააკეთეს ეს, მტრულად განწყობილ რუსეთზეა საუბარი, თქვენთვის კი დასავლეთია მტერი"

აქუბარდია – სამხარაძეს: "ამერიკაში თუ ეროვნული უსაფრთხოებისთვის გააკეთეს ეს, მტრულად განწყობილ რუსეთზეა საუბარი, თქვენთვის კი დასავლეთია მტერი"

02/03/2023 13:44:06 პოლიტიკა

დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ "აგენტების შესახებ" კანონპროექტის მიღება არის იმ შესაძლებლობის წინააღმდეგ, რასაც კანდიდატის ქვეყნის სტატუსი ჰქვია.

"ამ კანონპროექტის მიღების მოტივი პრინციპების დონეზე არის ძალიან მარტივი და გასაგები. როდესაც თქვენ უთითებთ თითქოს გამჭვირვალობას, რომელსაც არაფერი კავშირი აქვს გამჭირვალობასთან და დასავლეთს აცხადებთ მტრად და დასავლეთის მხარდაჭერილ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას "აგენტს" უწოდებთ და "აგენტი" ძალიან კარგად იცით, საბჭოთა მემკვიდრეობის ფარგლებში რას ნიშნავს, მთავარი უბედურება ესაა. ამას მე კი არ გეუბნებით, მთელი დასავლეთი გეუბნებათ, ნიკა რომ დადიხარ და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ხელს რომ ართმევ იმ ხალხს, რას აპირებ მერე? როგორ უნდა ჩამოართვა ხელი, მითხარი. ეს არ არის დასავლეთის კანონი, უნგრეთის გამოცდილება გაქვს ამაზე, რუსეთის გამოცდილება გაქვს, მაგრამ რა გელაპარაკო, როდესაც შეგნებულად აკეთებ იმას, რომ ქვეყნის კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობა, რაც ძალიან პატარაა, ამასაც ხელი შეუშალო. მტერი ამ შემთხვევაში საქართველოსთვის არის რუსეთი. ოკუპირებული ტერიტორიების კანონი გაქვს შენ და მტერი არის რუსეთი და ამერიკაში თუ ეროვნული უსაფრთხოებისთვის გააკეთეს ეს, მტრულად განწყობილ რუსეთზეა საუბარი, თქვენთვის კი დასავლეთია მტერი. ტყუილია და ზღაპარია გამჭვირვალობის მოტივი. საგადასახადო კოდექსში გაქვს ეგ მუხლი და ისედაც გამჭვირვალეა ყველაფერი. ეს არის იმ შესაძლებლობის წინააღმდეგ რაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია", – მიმართა აქუბარდიამ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S