Accentnews.ge
სამხარაძის თქმით, „აგენტების“ კანონის მიღება ვენეციის კომიციის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული

სამხარაძის თქმით, „აგენტების“ კანონის მიღება ვენეციის კომიციის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული

02/03/2023 14:04:47 პოლიტიკა

საქარველოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ნოკოლოზ სამხარაძემ თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის – „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული პროექტები ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება.

მისივე თქმით, მის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული კანონის მიღება–არმიღების საკითხი.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან. შევთანხმდით, რომ კანონპროექტები, რომელმაც შეიძლება, ვერ გაიაროს ევრპული ტექსტი... ვგზავნით ვენეციის კომისიაში. იცით, რომ იმ 12 პუნქტიდანაც [ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული კანდიდატის სტატუსის მისაღებად – რედ.]არის კანონები, რომლებიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. იმედია, დარწმუნებული ხართ, რომ კომისია არ მოგვცემს დასკვნას, რომელიც შეეწინამდეგება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. თუ ეს იქცევა კანონად, იქცევა იმ სახით, რომ არ შეუშლის ხელს ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ ვართ ამის გარანტი. ეს საკითხი შეთანხმებულია საერთასორისო პარტნიორებთან“,– განაცხადა სამხარაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც მძიმე ემოციური ფონია და პერიოდულად იძაბება ვითარება.

პროექტი განიხილება პროტესტის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში და მის გარეთაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S