Accentnews.ge
წილოსანი კანონპროექტებში ტერმინ „აგენტის“ შეცვლის ინიციატივით გამოდის

წილოსანი კანონპროექტებში ტერმინ „აგენტის“ შეცვლის ინიციატივით გამოდის

02/03/2023 14:13:25 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი „ხალხის ძალის“ ინიცირებულ კანონპროექტებში ტერმინ "აგენტის" შეცვლის ინიციატივით გამოდის.

მისი თქმით, ეს ტერმინი მისთვისაც „შფოთვის საგანია“, ხოლო გამჭვირვალობის პრინციპთან პრობლემა არავის აქვს.

წილოსანს პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ ჰკითხა, თუ ჰქონდა წაკითხული, ლუქსემბურგში მდებარე ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება ანალოგიური კანონის შესახებ.

„რაღაცნაირად მინდა, დავუბრუნდეთ, რეალურად, რაც არის ამ კანონპროექტებში სამსჯელო. თუ იმას ჩავთვლით, რომ არ მგონია, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან წამოსული დაფინანსებები ვინმეს დასამალი ჰქონდეს. ტრანსპარანტულობა და გამჭვირვალობა არამგონია, რომ ამ კანონის პრობლემა იყოს. მე მინდა დავასახელო რეალურად რაზეც არის შფოთვა, ეს არის უცხოური გავლენის აგენტი, - თქვა წილოსანმა და დაამატა, - "მე რაც მინდა, შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, ვიმსჯელოთ დასახელებაზე და მივიღოთ იმ დათქმით ეს კანონი, რომ დასახელება იყოს ისეთი, რომ არ მოახდინოს სექტორში, ამ სფეროში მომუშავე უამრავი მართლა კეთილსინდისიერი ორგანიზაციის, ადამიანის დისკრედიტება. თავისთავად, დარწმუნებული ვარ და ვისთანაც მქონია კომუნიკაცია, არავის არ უნდა ჰქონდეს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან პრობლემა. ამიტომ ვაყენებ ამ წინადადებას, რომ დასახელებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვისაც გარკვეულ დისკომფორტს და სერიოზულ შფოთვის საგანს წარმოადგენს, იყოს კონსენსუსი მიღწეული".

კორძაიამ წილოსანს მიმართა: „ვისი სახელით ლაპარაკობ?".

წილოსანმა უპასუხა: „ჩემი სახელით ვსაუბრობ და ვინც, როდის გამოხვალთ, მერე გააგრძელეთ საუბარი“.

კორძაიამ გააგრძელა საუბარი: „თუ არ გაქვს წაკითხული, ამ წინადადებებს ნუ სთავაზობ, იმიტომ რომ თავზე გვამხობ შენც ყველაფერს ამ შემთხვევაში. ლუქსემბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაც წერია თუ არ გაქვს წაკითხული, კომპეტენცია თუ არ გაქვს, ნუ ლაპარაკობ".

პროექტის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S