Accentnews.ge
ელისაშვილი – "ოცნებას": "ეს არის საქართველო და რუსეთი არ გახდება!“

ელისაშვილი – "ოცნებას": "ეს არის საქართველო და რუსეთი არ გახდება!“

02/03/2023 14:25:05 პოლიტიკა

თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს პროტესტის ფონზე განიხილავენ, საკუთარი პოზიცია „მოქაქლაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა დააფიქსირა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა, „სხვა პრობლემას ვერ ხედავთ? შეიძლება „ჯიპებიდან“ არ ჩანს, მაგრამ წამოდით აბა, ნავთლუღის ბაზარში გავიაროთ“.

მისი შესახებით, კანონპროექტი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ხოლო საქართველო რუსეთი არ გახდება:

„ამდენი ხნის განმავლობაში სხვა პრობლემა ვერ დავინახეთ? თან ჩვენი მეგობრები რომ გვეუბნებიან, ვისაც 30 წელია ჩვენი ქვეყანა ხელის გულზე უჭირავს, რუსეთის ტანკი რომ თბილისში არ შემოვიდა მათი დამსახურებაა. აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ არ უცნიათ, მათი დამსახურებაა. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის კი არა, აშშ-ის საელჩოს ეშინიათ. ახლაც რომ გვეუბნებიან, ნუ აკეთებთ ამას, ეს არის ის, რაც ერთი-ერთში გააკეთა პუტინმა და რუსეთმა. გვეუბნებიან, გინდათ ჩვენთან? გინდათ, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოთ? მაშინ ამას ნუ აკეთებთ. სხვა დარდი ქვეყანაში არ არის? სხვა პრობლემას ვერ ხედავთ? შეიძლება „ჯიპებიდან“ არ ჩანს, მაგრამ წამოდით აბა, ნავთლუღის ბაზარში გავიაროთ“.

ელისაშვილის შეფასებით, ხელისუფლება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უკლავს:

„ამ ქვეყანას პერსპექტივას უკლავთ. მაშინ ალალად მითხარით და უფრო პატიოსანი კაცი იქნებით თუ მეტყვით, ასეთი „ხოში“ გვაქვს, რომ ეს ქვეყანა რუსეთში უნდა შევიყვანოთო. ეს არის საქართველო და რუსეთი არ გახდება!“,– განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა: „თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ხალხს უჭირს, ნავთლუღის ბაზარში მთელი შემადგენლობით წავიდეთ და ვნახოთ ტალახში, თოვლში, წვიმაში, უბედურებაში 5 ლარის საშოვნელად ხალხი ქუჩაში რომ ზის, შვილს რაღაც ორი ლუკმა მიუტანოს. ჩავიდეთ მიწისქვეშა გადასასვლელში, ხალხი დღეს და ღამეს რომ ათენებს. შემოგვყურებენ, ეს ხალხი რომ ავირჩიეთ და ჰალსტუხები გაუკეთებიათ, იქნებ ქვეყნისთვის სასიკეთო რაღაც გააკეთონო“.

ამასთან, მან გაიხსენა არასამთავრობო სექტორში მუშაობის პერიოდი:

„თბილისის ჰამქრის თავმჯდომარე ვიყავი. მერე ხომ კარგად გიხაროდათ გუდიაშვილის მოედანი რომ კარგად გაკეთდა?! ჩემი და ჩემი მეგობრების ნერვების ხარჯზე! აგენტები ვიყავით და ჯაშუშები?! იმელის შენობა რომ დგას, საშიში რომ იყო, რამდენი იდექით ჩემთან ერთად მაშინ აქციაზე?!“.

ელისაშვილს უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ და „დიდი პატივისცემა“ გამოუცხადა არასამთავრობო სექტორში საქართველოს სასიკეთოდ მომუშავე ადამიანებს.

„არავინ ამ კანონპროექტით არავის არ არქმევს არც ჯაშუშს და არც აგენტს. ეს არ არის სიმართლე“, - განაცხადა სამხარაძემ.

მისივე მტკიცებით, კანონპროექტის მიღება-არმიღება გადაწყდება ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S