სხდომიდან, რომელზეც "აგენტების“ შესახებ როექტს განიხილავენ, ოპოზიციონერი დეპუტატები გააძევეს
02/03/2023 15:14:36 პოლიტიკა
თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ პროექტს პროტესტის ფონზე განიხილავენ, ოპოზიციონერ დეპუტატებს იძულებით დაატოვებინეს, მათ შორის არიან დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი და ხათუნა სამნიძე.
მას წინ უძღოდა შელაპარაკება დეპუტატებს შორის. სხდომაზე ვითარება პერიოდულად იძაბება.
„ეს კანონი აკეთებს იმ ხალხსი ლუსტრაციას, რომელთაც ამ ქვეყნის გასაბჭოება სურთ. ეს არ არის საკომიტეტო განხილვა! ასე ასრულებს სამხარაძის კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციას, რომელიც ამბობს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო სექტორი უნდა იყოს ჩართული. მათ არ უშვებენ“,– თქვა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ „ეს არის რუსული კანონი, რომლის მიზანიც საქართველოს გასაბჭოებაა“.
სხდომის დაწყებამდეც გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატები.
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთანაც.
ცნობისთვის: მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხაზგასმით განაცხადა, რომ პროექტი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის მინიმუმ, ორ რეკომენდაციასთან.


