პარლამენტის ორმა კომიტეტმა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
02/03/2023 18:04:05 პოლიტიკა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანპროექტებს მხარი დაუჭირა.
განხილვა იურიდიულ კომიტეტში სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაგრძელდება.
პროექტების მხარდამჭერ დეპუტატები ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან არ გამოჩენილან.
მანამდე კი, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა დაატოვებინეს ოპოზიციონერ დეპუტატებს. ხმაური და დაპირისპირება იყო ასევე პარლამენტის დერეფანშიც. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს სხდომაზე დასწრება, ნაწილს კი დიდი ძალისხმევა დასჭირდა საკუთარი პოზიციის დეპუტატებისთვის გასაცნობად.
პროტესტი ამჟამადაც გრძელდება. ადმინისტრაციული წესით დააკავეს ოთხი დემონსტრანტი.
მანამდე დემონსტრანტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის, რომლების რუსულად შეფასებულ „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, სირცხვილის დერეფნის მოწყობა სურდათ. ამას მოჰყვა პოლიციასთან შეხლა–შემოხლა. სამართალდამცველებმა თავად შექმნეს დერეფანი პარლამენტთან დეპუტატებისთვის. ადგილზე რჩებიან დემონსტრანტები.
იხილეთ ასევე: „სერბეთიზაცია“: რაში სჭირდება „ოცნებას“ „აგენტების“ კანონი


