USAID-ის ხელმძღვანელი: "მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას შემოთავაზებულ კანონპროექტებზე"
02/03/2023 20:43:07 პოლიტიკა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი მოუწდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას შემოთავაზებულ კანონპროექტებზე "უცხოური გავლენის აგენტების" თაობაზე.
ის გამოდის გაფრთხილებით, რომ ხსენებული პროექტები სერიპულ საფრთხეს ქმნიან.
„საქართველოს მიერ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებები. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზე", - წერს სამანტა პაუერი “ტვიტერზე“.
დღეს საქარველოს პარლამენტში მწვავე პროტესტის ფონზე განიხილეს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტები „აგენტების“ შესახებ. ორმა კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა. პარლამენტი საკითხს სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაუბრნდება.


