Accentnews.ge
გიული ალასანია – სააკაშვილის შესახებ: "ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ადამიანი აღარ იყოს"

გიული ალასანია – სააკაშვილის შესახებ: "ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ადამიანი აღარ იყოს"

03/03/2023 08:47:49 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „კატასტროფულად“ მძიმეა.

მისი თქმით, ყველაფერი რაც ყოფილი პრეზიდენტის მისამართით კეთდება ემსახურება ერთ მიზანს, რომ „ადამიანი აღარ იყოს.“

„კატასტროფული მდგომარეობაა, ნახევარ დღეზე მეტ ხანს ადამიანს მეტყველება წართმეული ჰქონდა. არ ვიცი, ამაზე მძიმე მდგომარეობა არის გარდაცვალება. არ ვიცი, ეს კლინიკა, როგორ შეფასებებს იძლევა, მე ჩემი შეფასებები მაქვს. ჩემ შვილს ვუყურებ და ვხედავ, რომ ის ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ადამიანი აღარ იყოს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S