Accentnews.ge
ახვლედიანი – ოპოზიციას: "შევქმნათ საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენის პლატფორმა"

ახვლედიანი – ოპოზიციას: "შევქმნათ საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენის პლატფორმა"

03/03/2023 10:26:54 პოლიტიკა

დეპუტატი არმაზ ახვლედიანი ოპოზიციას მოუწოდებს, შექმნან საქართველოს ევროპული პერსპექტივის გადარჩენის პლატფორმა. მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა "ოცნების" გეგმა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებაზე" ჩაშალონ.

"ევროპული პერსპექტივის განადგურებისა და საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის გაფორმების ოცნებისეული მზაკვრული გეგმის ჩაშლა ახლა უმთავრესი სახელმწიფოებრივი ამოცანაა. მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს, გამოვიჩინოთ შესაბამისი პასუხისმგებლობა და წინააღმდეგობების მიუხედავად, დაუყოვნებლივ შევქმნათ საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენის პლატფორმა. სწორედ ასე შევძლებთ საზოგადოების კონსოლიდაციას ამ სანუკვარი იდეის, ყველაზე დიდი საქმისა და სტრატეგიული მიზნის მიღწევას!", - წერს არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S