Accentnews.ge
ლევან ხაბეიშვილი: "არაფრის შეგეშინდეთ! ამ პუტინისტებს დავდებთ ბეჭებზე"

ლევან ხაბეიშვილი: "არაფრის შეგეშინდეთ! ამ პუტინისტებს დავდებთ ბეჭებზე"

03/03/2023 11:11:03 პოლიტიკა

"გუშინ, რუსი ივანიშვილი ისე მოიქცა, როგორც პუტინი იქცევა ხოლმე მოსკოვის ცენტრში გამართული აქციების პარალელურად", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ, აქციაზე დაკავებული ყველა პირის უფლებებს დაიცავს.

"ყველამ უნდა იცოდეს, არაფრის შეგეშინდეთ - ამ პუტინისტებს დავდებთ ბეჭებზე ყოველმიზეზგარეშე. არავინ იფიქროს, რომ ვინმე, სადმე რამე ბრძოლაში მარტოა, მთელი საქართველო ჩვენთან ერთადაა. მომავალში ბევრი ბრძოლა მოგვიწევს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე და დავიცავთ თითოეულს. სერიოზული ბრძოლა გველოდება პუტინისტების წინააღმდეგ - გავმაგრდეთ და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ახლა ერთიანობაა მნიშვნელოვანი და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა პარტიასთან ისაუბრებს.

„ყველა პარტიასთან გვექნება ურთიერთობა, ყველასთან ვიქნებით კომუნიკაციაში. უნდა გადავდოთ ერთმანეთთან დამოკიდებულებები, რადგან ამასობაში რუსეთი საქართველოს იპყრობს და მთელი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ახდენს. ამიტომ ამ საქმეში ერთიანები უნდა ვიყოთ. ვინც განსხვავებულს იტყვის, ემსახურება ივანიშვილის და რუსეთის საქმეს. გუშინაც სხვადასხვა პარტიასთან გვქონდა საუბარი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი ხედვები უნდა შემოგვთავაზონ. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, მოქმედებას და ამას ნახავთ, როგორც ვნახეთ გუშინ. მარტივად რამის დათმობას არ ვაპირებთ, ვაპირებთ გამარჯვებას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S