Accentnews.ge
პოლონური მედია – ევროკავშირის დემარშის შემდეგ "ოცნება" თანახმაა, სააკაშვილი პოლონელმა ექიმებმა გასინჯონ

პოლონური მედია – ევროკავშირის დემარშის შემდეგ "ოცნება" თანახმაა, სააკაშვილი პოლონელმა ექიმებმა გასინჯონ

03/03/2023 14:51:01 პოლიტიკა

პოლონური მედიის ცნობით, "ქართული ოცნება" თანახმაა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლონელმა ექიმებმა შეამოწმონ.

როგორც გამოცემა Polski Radio 24 იუწყება, მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და შვედეთის ელჩ ულრიკ თიდერსტრომის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემული დემარშის შედეგია.

გამოცემის ცნობით, პოლონელი ექიმები საქართველოში გასამგზავრებლად უკვე მზად არიან.

ელჩებმა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ოფიციალური დემარში საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს 27 თებერვალს გადასცეს.

პოლონური მედიის თანახმად, დემარშის ინიციატორი ვარშავა იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასა და სამკურნალოდ მის პოლონეთში გაგზავნას მოითხოვდა.

Polski Radio 24 იტყობინება, რომ "სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები, ხოლო საქართველოს მთავრობა უარყოფს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S