Accentnews.ge
რომან გოცირიძე: „ქართულმა ოცნებამ“ თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინა"

რომან გოცირიძე: „ქართულმა ოცნებამ“ თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინა"

06/03/2023 06:08:49 პოლიტიკა

"ქართულმა ოცნებამ" თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინა, - განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. აგენტების კანონპროექტების განხილვის და პარლამენტში და მის მიმდებარედ უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომების შეფასებისას.

"ეს არის ძალადობრივი ოპერაცია 37- იანი წლების საბჭოთა თუ ფაშისტური გერმანიისთვის დამახასიათებელი. ივანიშვილს უნდა მიიღოს ყველა ის კანონი, რომელიც შეუნარჩუნებს მას ძალაუფლებას და ფაქტობრივად, ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს, მაგრამ ეს არ გამოვა, როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი სხდომა, მთელ საზოგადოებაში, საერთაშორისო თანამეგობრობაში იმდენად ღრმა პროტესტია, რომ ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ "ქართულმა ოცნებამ" თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინა,"- განაცხადა გოცირიძემ.

იურიდიული კომიტეტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს განიხილავს პროტესტის ფონზე. ამჟამად საქართველოს პარლამენტში "დაშვების შეზღუდული რეჟიმია". პარალელურად, მასშტაბურ აქცია მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოსთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S