Accentnews.ge
კორძაია: "პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება, ოხანაშვილი ამას გადასარევად ასრულებს"

კორძაია: "პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება, ოხანაშვილი ამას გადასარევად ასრულებს"

06/03/2023 07:07:23 პოლიტიკა

დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ "დღეს პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება".

"იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამას ასრულებს გადასარევად. ანრი ოხანაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ სიმშვიდეში, ჩვენი გამოძევებით, მიიღებს კანონს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, არათუ დემოკრატიას, საქართველოს დამოუკიდებლობას ასამარებს. დღეს ამ პოლიციურ გარემოში, სადაც წარმოუდგენელი რაოდენობის სპეცსამსახურების თანამშრომლები დგანან, ისინი იღებენ რუსულ კანონს. რუსულ კანონს, რომლითაც ჩვენ გვიკარგავენ ჩვენ მომავალს. ჩვენ ვიცავდით პროცედურებს, მე გამოვედი პატიოსნად ვსაუბრობდი კანონი, რომ იყო ცუდი, გამითიშეს მიკროფონი და მითხრეს გაგაძევებთო", – აცხადებს კორძაია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.

მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S