სამადაშვილი: "მე ძალინ დიდი იმედი მაქვს, ყველა ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს გასაბჭოება არ უნდა დაუშვას, შემოუერთდება საპროტესტო ტალღას"
06/03/2023 07:26:49 პოლიტიკა
"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშილი მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვისკენკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ შედეგის მიღწევა მხოლოდ ერთიანი და მტკიცე ბრძოლით არის შესაძლებელი.
"ქართულმა ოცნებამ" შემდეგ არჩევნებზე, არჩევნებს თუ ჩაატარებს საერთოდ, ჩაატაროს პირდაპირ ღიად ანტიდასავლური კამპანია და დასრულეს ყევლანაირი საუბარი ჩვენს ქვეყანაში ამ ქვეყნის ევროპული მომავლის თაობაზე. რატომ აკეთებს დღეს ამას დაჩქარებული ტემპით საოკუპაციო რეჟიმი?რუსეთი აუცილებლად დამარცხდება უკრაინაში და რუსეთს აუცილებლად სჭირდება ამ დროისთვის ჰქონდეს გაფორმებული მყარი გამარჯვება სადმე სხვაგან. ამიტომ დღეს დავალება, რომელიც მიიღო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენს ქვეყანაში არის, რომ საბოლოოდ გააფორმოს ჩვენი ქვეყნის გადასვლა დასავლური განვითარების გზიდან და თქვენ ნახეთ, რომ დღეს კანონპროექტი, ფაქტობრივად, მიმდინარეობს ძალადობრივი განხილვის რეჟიმში, იმიტომ, რომ ცხადია, რომ ძალადობას აქვს ადგილი იქ, სადაც არ გამოხატავს პროცესი ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. მე მინდა, საზოგადოებას მივმართო, მხოლოდ მტკიცე და ერთიანი ბრძოლით შევძლებთ ჩვენ ამის გაჩერებას. დიდი მადლობა უამრავ ადამიანს, ვინც მოვიდა დღეს დილით ადრე პარლამენტის შენობასთან. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას უახლოეს დღეებში. დღეს გაიმართება კონსულტაციები დამატებით ამ თემაზე. ჩვენ გაცნობებთ თარიღს და მე ძალინ დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს გასაბჭოება არ უნდა დაუშვას, შემოუერთდება საპროტესტო ტალღას", - განაცხადა სამადაშილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.
მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.


