Accentnews.ge
ირაკლი ჩიქოვანი – არმაზ ახვლედიანს: "ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერია"

ირაკლი ჩიქოვანი – არმაზ ახვლედიანს: "ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერია"

06/03/2023 08:51:02 პოლიტიკა

ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერი აღარ არის, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ არმაზ ახვლედიანს, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2024 წლისთვის ემზადება, რომ მოწმენდილი ველი იყოს".

„ბატონი არმაზი მოგვიწოდებს და გვეუბნება, თითქოს ჩვენ 2024-ისთვის ვემზადებით, რომ მოწმენდილი ველი იყოს, ბატონო არმაზ, დამიჯერეთ, ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერი აღარ არის. მეორე მხრივ გეტყვით იმას, რომ მაშინ, როდესაც ლეგიტიმურ არჩევნებს, რომელიც აღიარებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და როდესაც ეს ბატონები და ქალბატონები, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობა", რომლის კლოუნი ლიდერი დღეს აქ დახტოდა ჭინკასავით, საბოტაჟს უწევდა პარლამენტს. არის თუ არა ეს რუსული საქმე?“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.

მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S