Accentnews.ge
"კანონი ღირსებას ულახავს ჩვენს თანამოქალაქეებს და შესაძლოა, დიდი ბარიერი იყოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსისთვის"

"კანონი ღირსებას ულახავს ჩვენს თანამოქალაქეებს და შესაძლოა, დიდი ბარიერი იყოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსისთვის"

06/03/2023 10:08:00 პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, "კანონი ღირსებას ულახავს ჩვენს თანამოქალაქეებს და შესაძლოა, დიდი ბარიერი იყოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსისთვის".

"აღარ დარჩა არც ერთი სოციალური ჯგუფი საქართველოში, ვინც ძალიან დიდი პროტესტი არ გამოხატა ამ კანონპროექტის მიმართ. ეს კანონი ღირსებას ულახავს ჩვენს უამრავ თანამოქალაქეს, აცხადებს მათ ჯაშუშებად, ეს კანონი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან და მან შეიძლება მნიშვნელოვანი ბარიერი აღმართოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით. ჩემი კითხვა ეხებოდა სწორედ ამას – თუ ვენეციის კომისია გამოაგზავნის უარყოფით დასკვნას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება, რადგან ეს არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონპროექტები, მაშინ იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას ის ადამიანები, ვინც აინიცირებენ და მხარს უჭერენ ამ კანონს“,- განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანის განხცადებით, დეპუტატებს სხდომათა დარბაზი უკანონოდ დაატოვებინეს და ის შეეცდება, რომ კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან უშუამდგომლოს ამ დეპუტატებს, რომ დეპუტატები დარბაზში დაბრუნდნენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.

მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S