Accentnews.ge
ყაველაშვილი: „სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება“

ყაველაშვილი: „სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება“

06/03/2023 10:31:34 პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ხატია დეკანოიძე შეკამათდნენ მაშინ, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატი კითხვას სვამდა და ყაველაშვილი აწყვეტინებდა.

დეკანოიძემ "ხალხის ძალისა" და "ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართა, მზად არიან თუ არა შეეზღუდოთ დასავლეთში გადაადგილება. ამ დროს დეპუტატებს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

მიხეილ ყაველაშვილი: ევროსაბჭოს ან ევროკავშირის სახელით რატომ ლაპარაკობთ, ვის წარმოადგენთ?

ხატია დეკანოიძე: მიშა, მე, მაგალითად შენს ადგილზე 2 წიგნს წავიკითხავდი და მერე მოვიდოდი აქ.

მიხეილ ყაველაშვილი: მართლა? არ გადამრიო? წიგნი რა შუაშია? სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება... შენ რაც გააკეთე უცხო ქვეყნის ტელევიზიაში, იმას წიგნი არ სჭირდება, იმას შინაგანი მრწამდი, სინდისი სჭირდება...

ხატია დეკანოიძე: პარლამენტის წევრი რომ ხარ, წიგნი თავშია, განათლება არ გაქვს და უმაღლესი განათლება არ გაქვს, ვის ელაპარაკები?!

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.

მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S