Accentnews.ge
სალომე სამადაშვილი - ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

სალომე სამადაშვილი - ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

06/03/2023 11:35:11 პოლიტიკა

ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ასევე ჩაიშალა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა.

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ასევე ჩავუშალეთ კომიტეტის სხდომა სარჯველაძეს. არ ისურვა რუსულ კანონზე საუბარი და გაიქცა“,- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს დილიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავს კანონპროექტებს "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ.

მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S