Accentnews.ge
ეუთო/ოდირი  - "აგენტების" კანონპროექტებზე: "შევისწავლით საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას"

ეუთო/ოდირი - "აგენტების" კანონპროექტებზე: "შევისწავლით საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას"

06/03/2023 14:08:46 პოლიტიკა

ეუთო/ოდირი ამზადებს ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტის შეფასებას:

„გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. ეუთო/ოდირი ამზადებს სამართლებრივ მოსაზრებას ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საქართველოში და მის შესაბამისობასზე საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან საკითხზე“ — ნათქვამია ეუთო/ოდირის მიერ 6 მარტის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტი პროტესტის ფონზე განიხილავს „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს.

საქართველოში რუსეთში მოქმედი კანონის შესაძლო მსგავსის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S