Accentnews.ge
ახვლედიანი: „წითელი ხაზი“ გადაკვეთილია, ვაპირებთ, მივმართოთ პარტნიორებს, დაიწყოს პერსონალური სანქცირება“

ახვლედიანი: „წითელი ხაზი“ გადაკვეთილია, ვაპირებთ, მივმართოთ პარტნიორებს, დაიწყოს პერსონალური სანქცირება“

06/03/2023 15:09:26 პოლიტიკა

ოპოზიციონერმა დეპუტატი არმაზ ახვლედი მიიჩნევს, რომ ყველაზე „სახიფათო „წითელი ხაზი“ გადაკვეთილია“ და აპირებს, პარტნიორებს მიმართონ, დაიწყოს პერსონალური სანქცირება ადამიანებისა, ვინც მხარს დაუჭერს „მავნებლურ აქტს“.

მისი თქმით, ახლა ძალისხმევის გაერთიანება მნიშვნელოვანია.

“ყველაზე სახიფათო წითელი ხაზი გადაკვეთილია. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საქართველოს კონსტიტუციის, ევროპული არჩევანის ხელყოფა, ამიტომაც პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ვიცი, რომ ამ გზაზე დგას ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი.

ახლა მნიშვნელოვანია, ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, რომ მავნებლურ “ქართულ ოცნებას” ეს ახირება ძვირი დაუჯდეს. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ, ჩვენს პარტნიორებს ვაშინგტონში და ბრიუსელში დაიწყოს პერსონალური სანქცირება იმ ადამიანებისა, ვინც მხარს დაუჭერს ამ საერთო სახალხო მავნებლურ აქტს”, - განაცხადა ახვლედიანმა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრამდე, რომელზეც სამოქმედო გეგმაზე უნდა იმსჯელონ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მწვავე პროტესტის ფონზე მოიწონა კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ.

კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანა 7 მარტს იგეგმება. მანამდე საკითხის დღის წესრიგში შეტანა 7 მარტს, 10:00 საათზე დანიშნულ ბიუროს სხდომაზე არის დაგეგმილი. სხდომის პარალელურად, პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გაიმართება.

6 მარტს, დილიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავდა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს. სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. მანდატურის სამსახურმა სხდომიდან გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე პარლამენტის წევრები სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს. მათ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.

კანონის არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S