ჟურნალისტებს არც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალება ეძლევათ
06/03/2023 16:09:18 პოლიტიკა
მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მსგავსად, არც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალება ეძლევათ.
კომიტეტის დღის წესრიგში 4 საკითხია განსაზღვრული, მათ შორის, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ლევან იოსელიანის კანდიდატურის განხილვა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ახლა პირველი რესპუბლიკის დარბაზში მიმდინარეობს.


