Accentnews.ge
ხვიჩიას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

ხვიჩიას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

06/03/2023 16:45:42 პოლიტიკა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ „გირჩის“ დეპუტატ იაგო ხვიჩიას “თავდაცვის კოდექსი” განხილვისას კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.

მიზეზი ხვიჩიას პოზიციონირება გახდა.

„მე მაღელვებს, რომ თქვენ და თავდაცვის სამინისტრო აქცენტირებულად და ბევრს არ საუბრობთ იმაზე, რა მოჰყვება ამ კანონის მიღებას. ფაქტობრივად, ამ ქვეყანაში მხოლოდ ჩვენ ვზრუნავთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც ვითომ ჯარში ძალით წაიყვანენ. სირცხვილია, როცა თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის იარაღს არ ყიდულობს და მათ ხელფასს არ უხდის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხვიჩია "თავდაცვის ძალების დისკრედიტაციაში და სიცხუეში" დაადანაშაულა, უხრა, "მე თქვენთვის სიტყვა არ მომიციაო" და დაატოვებინა დარბაზი. მოგვიანებით იაგო ხვიჩია კვლავ შევიდა კომიტეტის სხდომაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S