Accentnews.ge
საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოზიციაზე იოსელიანის კანდიდატურას ნდობას გამოუცხადებს

საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოზიციაზე იოსელიანის კანდიდატურას ნდობას გამოუცხადებს

06/03/2023 18:25:32 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა "მოქალაქეების" წევრ ლევან იოსელიანის კანდიდატურას ომბუდსმენის პოზიციაზე ნდობას გამოუცხადებს,– ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იოსელიანის პროფესიონალიზმთან კითხვები არაა, ამასთან, მნიშვნელოვანია ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულება.

დღეს პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დაუჭირეს მხარი იოსელიანის კანდიდატურას.

კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარდგენილი იქნება პლენარულ სხდომაზე და განხილვის გარეშე იქნას გადაწყვეტილება მიღებული.

იოსელიანს ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერაც სჭირდება. მიიღებს თუ არა მათ ხმებს, ამ ეტაპზე მკაფიო არაა.

საყურადღებოა, რომ ამჟამად პარლამენტში მსჯელობენ "აგენტების" შესახებ კანონპროექტებზე, რომლებიც, თავად ევროკავშირის წარმომადგენლობის შეფასებით, წინააღმდეგობაში მოდის ორგანიზაციის მინიმუმ 2 რეკომენდაციასთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S