საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტებმა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
07/03/2023 05:50:38 პოლიტიკა
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ ალან ბერსეს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა და საუბარი შეეხო როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
„საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალან ბერსეს შვეიცარიის მიერ მედიატორის როლის შესრულებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯოსებაში გაწეული ძალისხმევისათვის.
პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები პროფესიული განათლების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კუთხით, ასევე, გენდერული თანასწორობის გაძლიერების, სამთო სპორტისა და კურორტების მიმართულებებით“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


