Accentnews.ge
"როდესაც ნათელ მომავალზე ვსაუბრობთ, არ შეგვიძლია, დავივიწყოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქალები, რომლებსაც ძირითად უფლებებზე წვდომა არ აქვთ"

"როდესაც ნათელ მომავალზე ვსაუბრობთ, არ შეგვიძლია, დავივიწყოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქალები, რომლებსაც ძირითად უფლებებზე წვდომა არ აქვთ"

07/03/2023 06:21:29 პოლიტიკა

მაშინ, როცა ნათელ მომავალზე ვსაუბრობთ, რომლამდეც ტექნოლოგიებს, ინოვაციებსა და თანაბარ შესაძლებლობებს მივყავართ, არ შეგვიძლია დავივიწყოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქალები და გოგონები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებსაც მცირე, ან არანაირი წვდომა არ აქვთ ძირითად უფლებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სასიხარულოა, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა უკვე მოახდინა ერთგვარი ეფექტი და ქალები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, მწუხარებაში მარტო აღარ არიან სატანჯველად დარჩენილნი.

„მაშინ, როცა ნათელ მომავალზე ვსაუბრობთ, რომლამდეც ტექნოლოგიებს, ინოვაციებსა და თანაბარ შესაძლებლობებს მივყავართ, არ შეგვიძლია დავივიწყოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქალები და გოგონები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებსაც მცირე, ან არანაირი წვდომა არ აქვთ ძირითად უფლებებზე, საბაზისო განათლებაზე ან ჯანდაცვის სერვისებზე.

ჩვენ ვერ დავივიწყებთ ირანელ გოგონებს, რომლებიც სკოლებში მოიწამლნენ; ჩვენ ვერ დავივიწყებთ სწავლას მოკლებულ ავღანელ გოგონებს; ჩვენ ვერ დავივიწყებთ უკრაინელ ქალებს, რომლებიც ტრაგიკულ ვითარებაში იცავენ თავიანთ ძირითად უფლებებს, რათა თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა შეინარჩუნონ; ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ სვეტლანა წიხანოვსკაია, რომელსაც ჩვენი სოლიდარობის მიუხედავად, დღეს ბელარუსის მთავრობამ პატიმრობა მიუსაჯა. ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ თურქი ქალები და ბავშვები, კატასტროფული მიწისძვრისას.

და სანამ ყველას მათ ვიხსენებთ, შემიძლია იმით მაინც გავიხარო, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა უკვე მოახდინა ერთგვარი ეფექტი, ისინი ამ მწუხარებაში მარტო აღარ არიან სატანჯველად დარჩენილნი - ჩვენ გისმენთ და გხედავთ, მაშინაც კი, თუ ყოველთვის არ შეგვიძლია დაგეხმაროთ ისე, როგორც საჭიროა!“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S