Accentnews.ge
პრეზიდენტი: "პოლიტიკოს ქალთა ნახევარზე მეტს, მათ შორის მეც განუცდია რაიმე სახის ძალადობა"

პრეზიდენტი: "პოლიტიკოს ქალთა ნახევარზე მეტს, მათ შორის მეც განუცდია რაიმე სახის ძალადობა"

07/03/2023 06:35:40 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ტექნოლოგია თავისთავად ქმნის ქალთა მიმართ ძალადობის ახალ ფორმებს: სიძულვილის ენა და ,,ტროლინგი“ პირდაპირ ახალი და ფართოდ გავრცელებული ძალადობაა ქალ პოლიტიკოსებზე, და არა მხოლოდ მათზე.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ-იორკში, 6 მარტს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის კომისიის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"ეს გენდერული ძალადობა მიზანში იღებს მათ და მათ შვილებს და, შესაბამისად, ხელს უშლის მათ საქმიანობას. ანონიმურობასა და უპასუხისმგებლობას ამოფარებული, ძალადობის ეს ახალი ფორმა დამანგრეველ გავლენას ახდენს ქალებისა და გოგონების ახალ თაობებზე და ხელს უშლის მათ პოლიტიკაში შესვლას.

საქართველოს გამოცდილებაა, რომ გენდერული თანასწორობა წარმოადგენს დემოკრატიული სტაბილურობისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საყრდენს, რომელიც კარგად იყო გააზრებული და ნათლად ასახული საქართველოში, უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში, როგორც ევროპის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც უკვე იმ დროს ჰყავდა ქალი ამომრჩეველი და არჩეული ქალები.

ვამაყობთ რა ჩვენი ისტორიით, ასევე ვამაყობთ ჩვენი მიღწევებითა და ახალი ვალდებულებებით და იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით, რომლებიც გადადგმულია სტამბულის კონვენციის დებულებების შესრულების თვალსაზრისით და 2021 წელს პარიზში, ,,გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ“ და ,,ტექნოლოგიების მეშვეობით ქალთა გაძლიერების“ კოალიციებში გაწევრიანებით ,,თაობათა თანასწორობის ფორუმზე“ აღებული ვალდებულებებით. გადაიდგა ძირეული ნაბიჯები - შეიქმნა ოფიციალური სამუშაო ჯგუფი ფემიციდის პრევენციის შესახებ, ახალი სახელმწიფო კონცეფცია ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“, ძალადობის მსხვერპლთათვის სოციალურ/სახელმწიფო სერვისები და მოხდა მათზე ბარიერის გარეშე წვდომა, გენდერული კვოტების შემოღება, რომელმაც გაზარდა ქალების რაოდენობა პარლამენტსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში.

თუმცა, მიუხედავად ამ ხელშესახები პროგრესისა, საქართველო კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. 24-35 წლის ქალების 48% არ არის ეკონომიკურად აქტიური, განსაკუთრებით, სოფლად და პოლიტიკოს ქალთა ნახევარზე მეტს, მათ შორის მეც, განუცდია რაიმე სახის ძალადობა", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S