პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირებაა
07/03/2023 08:30:32 პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერსა და „ხალხის ძალის“ წარმომადგენელ მიხეილ ყაველაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ვაშაძის განცხადების გაკეთებისას დარბაზში რეპლიკები ისმოდა, რის შემდეგაც ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა – „ეს ხალხი დარბაზიდან გაიყვანეთ“.
ამის შემდეგ ვაშაძემ დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს მიმართა: „ნუ იჭიმები. წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბიჭო. მიდი, ბურთი გააგორე, ღალატზე ხელის მომწერი ადამიანი წამსვლელია ყველაფერზე. თქვენი ოჯახის წევრებთან გექნებათ პასუხი მოსათხოვნი“.
საპასუხოდ, მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს ასე მიმართა:
"მე და შენში მოღალატის დედა მო*****".
სხდომათა დარბაზში დაპირისპირების შემდეგ ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.


