სამადაშვილი – "ოცნებას": "გეშინიათ, დამარცხებულ პუტინს თქვენც ზედ მიყვებით და ახლა ფიქრობთ, ამ ქვეყნაში დემოკრატიას გააუქმებთ და ვერ გააუქმებთ"
07/03/2023 09:00:04 პოლიტიკა
"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, "დღეს ჩვენს ქვეყანაში არის ერთადერთო იმის პარტია, რომელსაც ჰქვია "რუსული ოცნება" და "რუსული ხალხის ძალა". ამის შესახებ მან პარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, "აგენტების შესახებ"კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო ევროკავშირში ვერ შევა.
"დღეს ჩვენს ქვეყანაში არის ერთადერთო იმის პარტია, რომელსაც ჰქვია "რუსული ოცნება" და "რუსული ხალხის ძალა". ეს ხალხი აწარმოებს ომს ქართველო ხალხის, ჩვენი კონსტიტუციისა და ევროპული მომავლის წინააღმდეგ. დღეს შეარბილეს ტონი, შეეშინდათ ქუჩაში გამოსული ხალხის, ამერიკიდან სპეციალურად ჩამოსული დელეგაციის, შეეშინდათ იმის, რომ საყიდლებზე ვეღარ ივლიან ევროპაში, აშშ–ში, სხვა რისთვის დადიხართ იქ არავინ არ იცის. ახლა იძახიან რომ შევცვლით "აგენტის" დასახელებას ოღონდ შინაარსს იგივეს დავტოვებთო. ეგ არსად არ გაგივათ. ეგ ამბავი იმიტომ წამოიწყეთ, რომ არანაირ ევრორეკომენდაციებს არ ასრულებთ და ძალიან კარგად იცით, რომ ასე თუ გააგრძლებთ ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. მე მაინტერესებს მერე რა ამერიკულს რომ დაუძახებთ, აშშ–ში 23 შტატში არის დაშვებული სიკვდილით დასჯა, ამიტომ აშშ–ს რომ უნდოდეს თეორიულად ევროსაბჭოში გაწევრიანება , ვერ გახდება მისი წევრი. ჩვენი ქვეყანა ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას. როდესაც ევროკავშირი გეუბნება, ამ კანონს თუ მიიღებ, ჩემთან არაფერი გესაქმებაო, გინდა ამერიკული დაუძახეთ, გინდა მექსიკური, გინდა ბრაზილიური, ამ კანონით ევროკავშირში ვერ შეხვალთ",– განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა სტუდენტმა უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი ლექტორს, რომელიც "აგენტების შესახებ" კანონპროექტს დაუჭერს მხარს:
"ნიკოლოზ სამხარაძე ბოიკოტი გამოუცხადა საკუთარმა სტუდენტებმა. სოციალურ იზიოლაციაში უნდა მოექეცეს ყველა ვინც, ამ კანონს უჭერს მხარს. ასე უნდა მოიქცეს დღეს ქვეყანაში ყველა სტუდენტი".
ამასთან იგი დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს ამ კაონპროექტებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს:
"ახლა მინდა ვისაუბრო მუნჯ დეპუატეტებზე, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი სად არის? მაინტერესებს რას ფიქრობს ამ კანონზე?"
"სიმართლე არის მარტივი, გეშინიათ უკრაინის გამარჯვების, გეშინიათ რომ დამარცხებულ პუტინს თქვენც ზედ მიყვებით და ახლა ფიქრობთ რომ ამ ქვეყნაში დემოკრატიას გააუქმებთ და ვერ გააუქმებთ",– დასძინა სამადაშვილმა.


