სამადაშვილი: "ქვეყნის ღალატს წიგნის წაკითხვა არ სჭირდება, თუმცა ქვეყნას რომ არ უღალატო, ამას სჭირდება წიგნის კითხვა"
07/03/2023 09:01:46 პოლიტიკა
"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "ქვეყნის ღალატს წიგნის წაკითხვა არ სჭირდება, თუმცა ქვეყნას რომ არ უღალატო, ამას სჭირდება წიგნის კითხვა". ამის შესახებ მან პარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ყაველაშვილისთვის საჩუქარი მაქვს მოტანილი და სამწუხაროა რომ წავიდა, მაგრამ მერე გადავცემ. ქვეყნის ღალატს წიგნის წაკითხვა არ სჭირდება, თუმცა ქვეყნას რომ არ უღალატო, ამას სჭირდება წიგნის კითხვა. მოტანილი მაქვს ჩემი წიგნი რუსეთის ფარულ ომზე, რუსულ ენაზე ნათარგმნია და გაქცევა რომ მოუწევს ამ ქვეყნიდან, რუსეთის გარდა არსად ექნება გასაქცევი და ივარჯიშოს , იქნებ გინების გარდა სხვა სიტყვებიც ისწავლოს", – განაცხადა სამადაშვილმა.


