Accentnews.ge
მანჯგალაძე – "ოცნებას": "ჩვენს შორის ვინც ეკლესიას ებრძვის ეს, თქვენ ხართ! გახსოვთ, სუს-ის კრებსები? აღსარების საიდუმლო გამოიტანეთ"

მანჯგალაძე – "ოცნებას": "ჩვენს შორის ვინც ეკლესიას ებრძვის ეს, თქვენ ხართ! გახსოვთ, სუს-ის კრებსები? აღსარების საიდუმლო გამოიტანეთ"

07/03/2023 09:21:43 პოლიტიკა

ჩვენს შორის ვინც ეკლესიას ებრძვის ეს, თქვენ ხართ! გახსოვთ, სუს-ის კრებსები?,- ასე მიმართა მმართველ გუნდს „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, მმართველი გუნდი „რუსული საქმის გამკეთებელია“.

„ეს რაღაც რუსული ნარატივი, რომ ვინც ეკლესიას ებრძვის იმ ხალხს ვამხელთ ამ კანონითო...ვინ ებრძვის ეკლესიას? ეკლესიას ებრძვით თქვენ! ჩვენს შორის ვინც ეკლესიას ებრძვის ეს, თქვენ ხართ! გახსოვთ, სუს-ის კრებსები? აღსარების საიდუმლო გამოიტანეთ. თქვენ ჩაწერეთ და თქვენ მიაყენეთ ეკლესიას დიდი ზიანი და არა ჩვენ. თქვენ ხართ რუსული საქმის გამკეთებლები, თქვენ ხართ ეკლესიის მტრები, უსამშობლოები. ამის შემდეგ გამოდის ვინმე და ამბობს: „ამერიკულ კანონს ვიღებ“,- აცხადებს მანჯგალაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S