Accentnews.ge
დავითულიანი: "ჩვენი ალტერნატივა ვერ იქნება პუტინის აგრესორი რუსეთი, რომელიც განწირულია იზოლაციისთვის"

დავითულიანი: "ჩვენი ალტერნატივა ვერ იქნება პუტინის აგრესორი რუსეთი, რომელიც განწირულია იზოლაციისთვის"

07/03/2023 09:26:05 პოლიტიკა

უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ "ჩვენი ალტერნატივა ვერ იქნება პუტინის აგრესორი რუსეთი, რომელიც განწირულია იზოლაციისთვის". ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„1921 წელს, როდესაც საბჭოთა რუსეთს შეგვატოვეს გეოპოლიტიკური გადანაწილებისას, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის დასჯის ნაცვლად, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას მიემხრნენ. ცოტა ხნის წინ, სრულიად უსაფუძვლოდ, კანდიდატის სტატუსზე გვითხრეს უარი და ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნისგან განსხვავებით გადაგვივადეს. ახლაც უსამართლობაა, როდესაც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის უსაფუძვლო გათავისუფლებასა და ევროპერსპექტივას შორის ტოლობის ნიშანი ისმევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაიმე სხვა ალტერნატივა გაგვაჩნია. მით უმეტეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ალტერნატივა ვიღაცის თავში შეიძლება, იყოს მილოშევიჩის გზაზე შემდგარი პუტინის აგრესორი რუსეთი რომელიც განწირულია იზოლაციისთვის ან უკეთეს შემთხვავაში დემოკრატიზაციისთვის, თუ დაემორჩილება ცივილიზებული სამყაროს თამაშის წესებს, რა თქმა უნდა, ეს არასერიოზულია და ამ პერსპექტივას იდეაშიც არავინ არ განიხილავს“,- განაცხადა დავითულიანმა.

მისი თქმით, კანონპროექტის მეორე მოსმენისას, კონსენსუსის მიღწევა მნიშვნელოვანია:

"ჩემი ზრით, მნიშვნელობა აქვს ჩვენ შევძლოთ იმგვარი კონსენსუსის მიღწევას, როდესაც იქნება შინაარსის განხილვა და არა პრინციპების, მეორედ მოსმენისას იმგვარი კონსენსუსის მიღწევა, რომელიც მისაღები იქნება ფორმულირებაში ევროკავშირისთვისაც და ათასობით იმ მოქალაქისთვისაც, მე მგონია ეს არის არსებითი და იმედი მაქვს პრინციპების დონეზე მიღების შემდეგ, როცა ეს მეორე საკითხი დადგება ჩვენ ამ კონსენსუსის მიღწევას შევძლებთ, სხვაგვარად ჩემი აზრით ძალიან დიდი პრობლემები იქნება ამ მიმართულებით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S