Accentnews.ge
გურამ მაჭარაშვილმა სალომე სამადაშვილს წიგნი ესროლა (ვიდეო)

გურამ მაჭარაშვილმა სალომე სამადაშვილს წიგნი ესროლა (ვიდეო)

07/03/2023 09:40:48 პოლიტიკა

"ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა "ლელოს" წევრ დეპუტატ სალომე სამადაშვილს წიგნი ესროლა.

სამადაშვილმა დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილისთვის "საჩუქრად" მიტანილი წიგნი მაგიდაზე დადო, ამ ჟესტმა კი მაჭარაშვილი იმდენად გააღიზიანა, რომ მას წიგნი ესროლა.

მანამდე სამადაშვილმა განაცხადა, რომ "ქვეყნის ღალატს წიგნის წაკითხვა არ სჭირდება, თუმცა ქვეყნას რომ არ უღალატო, ამას სჭირდება წიგნის კითხვა". ამის შესახებ მან პარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ყაველაშვილისთვის საჩუქარი მაქვს მოტანილი და სამწუხაროა რომ წავიდა, მაგრამ მერე გადავცემ. ქვეყნის ღალატს წიგნის წაკითხვა არ სჭირდება, თუმცა ქვეყნას რომ არ უღალატო, ამას სჭირდება წიგნის კითხვა. მოტანილი მაქვს ჩემი წიგნი რუსეთის ფარულ ომზე, რუსულ ენაზე ნათარგმნია და გაქცევა რომ მოუწევს ამ ქვეყნიდან, რუსეთის გარდა არსად ექნება გასაქცევი და ივარჯიშოს , იქნებ გინების გარდა სხვა სიტყვებიც ისწავლოს", – განაცხადა სამადაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S