Accentnews.ge
ლილუაშვილი: „ოკუპანტი ქვეყანის არც ერთი აგენტი არ მოექცევა თქვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების ქვეშ"

ლილუაშვილი: „ოკუპანტი ქვეყანის არც ერთი აგენტი არ მოექცევა თქვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების ქვეშ"

07/03/2023 10:17:07 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ ბექა ლილუაშვილის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში, კონსტიტუციურ ორგანოში, რომელიც ყველაფერს უნდა აკეთებდეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის, დაუფარავად ხორციელდება კანონპროექტების განხილვა, რომელთა ერთადერთი მიზანია, მოახდინოს მეგობარი ხალხის, პარტნიორი სახელმწიფოების „გაშავება“, „ერთ სიბრტყეში წარმოადგინოს ოკუპანტი რუსეთიდან მომავალი რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით და იმ სახელმწიფოებიდან მომავალი თითქოს და რისკები, რომლებიც 30 წელია, ჩვენს ქვეყანას ეხმარებიან, წარმოადგენენ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერებს და მათი მოსახლეობა მილიარდობით დოლარით წლების განმავლობაში ეხმარება ჩვენი მოქალაქეების განვითარებას, კეთილდღეობის გაზრდას და ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს“.

„თქვენ არ გაგაჩნიათ პოლიტიკური ნება, გნებავთ, გამბედაობა, მტერს დაარქვათ თავისი სახელი, ხოლო მეგობრებს დაუფასოთ ამაგი. თქვენ პოლიტიკის ფორმირებას ახორციელებთ არა ხალხის ღირებულებების, ქვეყნის კონსტიტუციიდან გამომდინარე, არამედ უსაფუძვლო შიშების მიხედვით, რომელთა გამოც, მთელი ქვეყანა გადააქციეთ ერთი კაცის უსაფრთხოების და პირადი კეთილდღეობის ინსტრუმენტად.ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზად ხართ, დაუკარგოთ მილიონობით ქართველს შანსი, იცხოვროს ნორმალურ, წარმატებულ ქვეყანაში და ფრთხილად იყავით, ისე არ მოიქცეთ, რომ ათასობით ჩვენს ეროვნულ გმირს, ჩვენს დაღუპულებს დაუკარგოთ მათი შეუფასებელი მსხვერპლის რწმენა და მიზანი. ამას არავინ გაპატიებთ!“.

მან ყურადღება რუსეთის გავლენისგან დაცვის შესახებ პროექტზე, რომელიც მისმა პარტიამ დააინიცირა პარლამენტში:

„ვერ შეძელით, განსახილველად დაგეყენებინათ ის ერთადერთი რეალური პროექტი, რომელსაც ამ კონტექსტში შესაძლებელია, იხილავდეს ოკუპირებული ქვეყნის პარლამენტი, პარლამენტი იმ ქვეყნის, რომელსაც 300 000 დევნილი ჰყავს. არ გაქვს ლეგიტიმაცია, ღიად, საჯაროდ გააკეთოთ არჩევანი რუსეთსა და მშვიდობას, რუსეთსა და განვითარებას, რუსეთსა და ქვეყნის კეთილდღეობას შორის რუსეთის სასარგებლოდ, რადგან იცით, რომ მსგავსი არჩევანის ღიად გაკეთებას, რომელსაც ახლა ცდილობთ, მოჰყვება თითოეული თქვენგანის პასუხისმგებლობა“.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ცრუობს, თითქოს „აგენტების“ შესახებ პროექტების მთავარი მიზანი გამჭვირვალეობაა:

„ოკუპანტი ქვეყანა აქ მოქმედებს მამულად, ირიბად და არც ერთი მისი აგენტი არ მოქცევა თქვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების ქვეშ. ეს პროექტები მხოლოდ ინსტრუმენტია მიზნების მისაღწევად“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S