ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლების პერსონალურ სანქცირებაზე იწყებს მუშაობას
07/03/2023 11:02:36 პოლიტიკა
საქართველო 30 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა ისე ახლოს სანუკვარ მიზანთან, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, მაგრამ ამავდროულად, არასდროს არც ერთი ხელისუფლება ასეთი გააფთრებით არ შესწინააღმდეგებია ამ სვლას, - განაცხადა დღეს პარლამენტის სხდომაზე დამოუკიდებელა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა და ყველას, ვინც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას დაუჭერს მხარს, პერსონალური სანქციებით დაემუქრა.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხლა ქართველი ხალხის უმრავლესობა გადავა მოქმედებაზე "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რადგან "ქართული ოცნება" და საქართველოს სამართლებრივი, დემოკრატიული, ევროპული მომავალი გახდა შეუთავსებელი! თქვენ, ბატონებო, უნდა იცოდეთ, რომ მოგიწევთ ამისთვის საფასურის გადახდა. ჩვენ - ოპოზიციონერები ვერთიანდებით და აუცილებლად მივმართავთ პარტნიროებს ბრიუსელში, ვაშინგტონში, დასავლეთის სხვა დედაქალაქებში ინდივიდუალური სანქციების დასაწესებლად თითეულისთვის, ვინც ხელს მოაწერს ამ ანტიეროვულ კანონს. სხვა ენაზე საუბარი თქვენთან შეუძლებელი გახდა, ამოიწურა ყოველგვარ რესურსი საუბრისა, დიალოგისა და ეს თქვენი არჩევანია, თქვენი დამსახურება: თქვენ უთხარით უარი ასიათასოით მოქალაქეს საქართველოში ევროპულ მომავალზე, ნორმალურ ქვეყანაზე, ნორმალურ ცხოვრებაზე და ტოვებთ მათ სიღარიბის, გაჭირვების, უუფლებობის ზღვარზე! - ესაა თქვენი არჩევანი და სწორედ ამ მავნებლობის გამო მოგიწევთ ფასის გადახდა!" - განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე შეფასებით, რაც ბოლო დღეებში საქართველოში ხდება, ეს "უკვე ავტორიტარიზმიც აღარაა, ეს არის დადგომა ერთპარტიული დიქტატურის გზაზე" და "სწორედ ახლა აქვს ქართველ ერს დროში შეზღუდული შესაძლებლობა, "ოცნებას" უთხრას "არა", რადგან მომდევნო პარლამენტი ერთპარტიული იქნება - დაცლილი კრიტიკული აზრის ყველა მატარებლისაგან.
"მომდევნო პარლამენტში თქვენ გააუქმებთ ყველაფერს - არ შემოუშვებთ კრიტიკულ მედიას, აქ არ იქნება თქვენი არც ერთი პოლიტიკური ოპონენტი, აქ გეყოლებათ მხოლოდ სატელიტები და ამით გაიხანგრძლივებთ თქვენს ძალაუფლებას. საზოგადოების უდიდეს ნაწილს ეს კარგად ესმის და ამიტომაა ასე გააფრთრებული - ყველა მიგიხვდათ საბოლოოდ ჩანაფიქრს! მაგრამ რატომ მიხვედით თავად ამ წერტილამდე? - იმიტომ, რომ აცნობიერებთ: არც ერთი სხვა რესურსი, გარდა რეპრესიებისა, გარდა ამ მავნებლური პოლიტიკისა, აღარ დაგრჩათ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს თქვენი არჩევანია, ამ გზით თქვენ იარეთ! ჩვენ გაფრთხილებდით და ახლაც გაფრთხილებთ: ახლაც გაქვთ საშუალება, გაემიჯნოთ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ მოძრაობას, რომელიც წამოიწყო ივანიშვილის დაჯგუფებამ საქართვლოში! თუ ამ არჩევანს არ გააკეთებთ, იცოდეთ, რომ არჩევანს გააკეთებს ქართველი ხალხი: დიდი ხანია, ასეთი ერთიანობა არ ყოფილა ქვეყანაში და მიზეზი თქვენი მტრული, ანტიდასავლური, ანტიეროვნული მოძრაობაა!" - დასძინა ახვლედიანმა.


