ყაველაშვილი: "ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა"
07/03/2023 10:59:35 პოლიტიკა
უმრავლესობის წევრი, "აგენტების შესახებ" კანონპროექტების ერთ-ერთი ავტორი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტებუს შეფასებისას "ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა".
მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს საფეხბურთო კლუბების პროტესტზე კანონპროექტებთან დაკავშირებნით და ასევე, რას ფიქრობდა ფეხბურთელ შოთა არველაძის გუშინდელ განცხადებაზე.
მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ არ დააკონკრეტებს მაგრამ „ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა“.
„ის, რაც ხდება ახლა გარეთ, რომ იმისთის უნდა გამოიყენონ რომ როგორმე ვნებათაღელვა გამოიწვიონ. აქ კლუბები დაასახელეს და ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა და უკვე შეფასებებიც გააკეთა. არ სჭირდება დაკონკრეტება, ბევრი ამჩატდა. [...] როგორ შეიძლება, დავიჯერო, რომ კანონის არსი ვერ გაიგო ან მზექალა შანიძემ ან არ ვიცი იმ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა და აზრი ვერ გამოიტანონ, რა არის მასში რუსული. როცა ამაზე პასუხს ვერ ვიგებ, ჩემთვის საეჭვო ხდება, რომ ეს ადამიანები სამწუხაროდ, "ფეიკის" სივრცეში არიან და გავლენის ქვეშ არიან",- განაცხადა ყაველაშვილმა", – განაცხადა ყაველაშვილმა.


