აქუბარდია – "ოცნებას": "თქვენ ხომ არ გინდათ ომი, როდესაც ამ კანონით მშვიდობიანად ტერიტორიის გამთლიანების შესაძლებლობას სპობთ?"
07/03/2023 12:30:52 პოლიტიკა
"თქვენ აქეთ რომ იძახით ომი გინდათო, თქვენ ხომ არ გინდათ ომი, როდესაც ამ კანონით მშვიდობიანად ტერიტორიის გამთლიანების შესაძლებლობას სპობთ?", – ასე მიმართა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ "ქართულ ოცნებას" პარლამნეტის სესიაზე, სადაც "აგენტების შესახებ" კანონპროეტქბის განხილვა მიმდინარეობს.
მან ასევე კითხით მიმართა მმართველ გუნდს, "მიაჩნია თუ არა რომ ამ კანონის მიღებით ერთის მხრივ, ზრდის ანტიდასავლურ განწყობებს საქართველოში და მეორეს მხრივ, ასუსტებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას".
"მე თქვენ მოგმართავთ და არა კანონპროექტის ფორმალურ ავტორს იმიტომ, რომ ეს არის "ქართული ოცნების" და არა რამე "ხალხის ძალის" პროექტი. რატომ შეცვალეთ მოტივი ამერიკულ კანონთან მიმართებაში, როდესაც ამერიკული კანონი ეროვნული უსაფრთხოებისთვის იქნა მიღებული და თქვენ ყალბი გამჭვირვალობით ცდილობთ, გაყიდოთ ეს ყველაფერი ადამიანებში და როგორ შეიძლება, გამორჩენა უწოდოთ იმას, რაც ამერიკულ კანონში უმნიშვნელოვანესი იყო, როდესაც პარტნიორებზე თავდაცვით სფეროში, საგარეო ურთიერთობებში მყოფ აშშ–ის მეგობრებზე ჩანაწერი იყო, რომ გამორიცხულია პრეზიდენტის განკარგულების კონკრეტული ქვეყნები, რომლებზეც არ გავრცელდება უცხო ქვეყნის აგენტები, მაშინ როდესაც აშშ–ის დახმარებაზე დგას ჩვენი თავდაცვისუნარიანობა.
მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ კანონის მიღებით ერთის მხრივ, ზრდით ანტიდასავლურ განწყობებს საქართველოში და მეორეს მხრივ, მიგაჩნიათ თუ არა რომ ასუსტებთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას? იმიტომ, რომ მათ შორის ჩანაწერი გამოტოვეთ შეგნებულად.
მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენ საფრთხეს უქმნით ჩვენ მშვიდობიანად დეოკუპაციის და შერიგების საკითხს, რაც არის საქართველოს გაცხადებული პოლიტიკა. თქვენ აქეთ რომ იძახით, ომის პარტია ხართო და ომი გინდათო, თქვენ ხომ არ გინდათ ამით ომი, როდესაც მშვიდობიანად რეინტეგრაციის, ტერიტორიის გამთლიანების შესაძლებლობას ამ კანონით სპობთ? რუსეთის გავლენის ზრდა არის თუა არა მოღალატეობა?", – განაცხადა აქუბარდიამ.
დეპუტატის მიერ ზემოთხსენებული კითხვების საპასუხოდ "ხალხის ძალის" ერთ–ერთმა ლიდერემა გურამ მაჭარაშვილმა მხოლოდ შემდეგი განაცხადა:
"ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება აშშ–ში, პრეზიდენტის ნაცვლად აქ იქნება მთავრობა, რადგან საპარლამენტო ქვეყანაა საქართველო".


