Accentnews.ge
გოცირიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა: "ახლა იქნება 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება, თუ თქვეს ევროკავშირში რომ ეს კანონი არის ბარიერი, რას იზამთ, გახვალთ პარლამენტიდან?!"

გოცირიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა: "ახლა იქნება 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება, თუ თქვეს ევროკავშირში რომ ეს კანონი არის ბარიერი, რას იზამთ, გახვალთ პარლამენტიდან?!"

07/03/2023 12:14:51 პოლიტიკა

ახლა იქნება 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება, თუ თქვეს ევროკავშირში რომ ეს კანონი არის ბარიერი, რას იზამთ, გახვალთ პარლამენტიდან?!, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, სადაც "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს

"მინდა, ასეთი კითხვა დაგისვათ, არსებობს თუ არა ევროპაში ერთი სახელმწიფოც კი, სადაც ეს კანონი მოქმედებს, მე არ ვამბობ ევროკავშირის ქვეყნებზე, არამედ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო, რომელიც არსებობს ამ 50 ქვეყნიდან. რატომ არავინ არ მიიღო ეს კანონი? არ თქვათ ახლა უნგრეთში იყოო, უნგრეთში იყო და გაუქმება მოუწიათ ამ კანონის. ევროპელები ჩლუნგები არიან და თქვენ ხართ ყველაზე გონიერები? 500 მილიონ მოსახლეობაზე ჭკვიანია ის ბრძენი კაცი, ახლა რომ გიყურებთ ეკრაბზე და თავის სიაში აღგრიცხავთ, ვინ როგორ იაქტიურებთ. რატომ ხდება ის, რაც არ ხდება ევროპის არერთ ქვეყანაში. ეს კანონი არ არის ამერიკული კანონი, მაგრამ ამერიკული კანონი რომც იყოს ეს მეორე შეკითხვაა, ჩვენ აშშ გვინდა გავხდეთ თუ ევროკავშირის წევრი. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის 50 შტატი, აქედან 27-ში არის სიკვდილით დასჯა, ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის სიკვდილით დასჯა, ახლა რომ მიიღონ ეს კანონი ამერიკელების მსგავსად არც ასოცირების ხელშეკრულება გვექნებოდა, არც უვიზო მიმოსვლა და საერთოდ ევროპასთან არავითარი კავშირი არ გვექნებოდა და ვიქნებოდით სადღაც სირიის დონეზე. რა არგუმენტები მოგყავთ, რომ ამერიკაში თურმე ეს კანონი მოქმედებს, სად მივდივართ?

ახლა იქნება შეფასება 12 რეკომენდაციის შესრულების, თუ თქვეს ევროკავშირში რომ ეს კანონი არის ბარიერი, რას იზამთ, გახვალთ პარლამენტიდან? ეტყვით იმ ბრძენ კიაცს რომ სისულელეები ჩაგაწერინათ?" - მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს რომან გოცირიძემ.

საპასუხოდ, "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აპირებს მსგავსი კანონის მიღებას.

"თქვენ მიპასუხეთ, რომ ევროკავშირი მიღებას აპირებს. ევროკავშირი თუ ამ კანონის მიღებას აპირებს, ევროკავშირი რატომ მოგმართავთ, არ მიიღოთ ეს მოღალატეობრივი კანონიო? ცოტა კვალიფიციურად იცრუეთ მაინც" – მიმართა გოცირიძემ მაჭარაშვილს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S