Accentnews.ge
შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის რეგლამენტის დარღვევით განხილვაში ამხილა

შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის რეგლამენტის დარღვევით განხილვაში ამხილა

07/03/2023 12:40:46 პოლიტიკა

დეპუტატმა შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. უცხოური ზეგავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის რეგლამენტის დარღვევით განხილვაში ამხილა.

"ეს კანონპროექტი რომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ევროინტეგრაციის გეზს, ამაზე მიგითითათ ევროკავშირმაც, აშშ-მაც, ნატო-მაც, ამდენად, ამაზე აღარ გავჩერდები. მაგრამ ამჟამინდელი განხილვა ხდება პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევით და აი, რატომ: ეს კანონი აკისრებს საქართველოს პროკურატურას მისთვის სრულიად ახალ ფუნქციას - "აგენტების" რაღაც რეესტრის წარმოებისას, ჩამოთვლილია მთელი რიგი საქმიანობებიც, რომლებიც უნდა განახორციელოს ამ უწყებამ. რადგან ასეა, ეს კანონი წარმოდგენილი უნდა იყოს კანონპროექტთა პაკეტად და "საქართველოს პროკურატურის შესახებ" ორგანულ კანონშიც უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც სადღეისოდ წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ამჟამინდელი განხილვით ირღვევა პარლამენტის რეგლამენტის 103-ე მუხლის მე-2 უნქტის დ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, "კანოპროექტს ამომწურავად თან უნდა ახლდეს იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ნუხსა, რომელშიც ცვლილებების შეტანა აუცილებელია". მოგიწოდებთ, ნუ განიხილავთ ამ კანონპროექტს პარლამენტის რეგამენტის დარღვევით" - მიმართა დეპუტატებს შავგულიძემ.

ამასთან, მან სიცრუეში ამხილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც გუშინდელ საკომიტეტო მოსმენაზე აცხადებდა, "პროკურატურის შესახებ" კანონში არსებობს ჩანაწერი, გენერალურ პროკურორს აქვს უფლება, განახორციელოს სხვა ფუნქციებიც და ეს ამაში ექცევაო".

"ეს ასე არ არის! "პროკურატურის შესახებ" ორგანული კანონის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს ამომწურავად პროკურატურის უფლებამოსილებებს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, გენერალურ პროკურორს მიეცეს ის უფლებამოსილება და იმ სხვა ფულებამოსილებაშიც არ შეიძლება, მოაზრებულ იქნას იმგვარი უფლებამოსილება, რომელსაც არ ითვალისწინებს ჩარჩო-ჩამონათვალი - იქნება ეს გენპროკურორის, მისი მოადგილის თუ სხვათა რაღაც დამატებითი უფლებები" - დასძინა შავგულიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S