Accentnews.ge
მორგოშია: "არამხოლოდ გავლენის აგენტებად გამოცხადება, საჭიროა მათი დახურვა"

მორგოშია: "არამხოლოდ გავლენის აგენტებად გამოცხადება, საჭიროა მათი დახურვა"

07/03/2023 12:40:06 პოლიტიკა

ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების არა მხოლოდ “გავლენის აგენტებად” გამოცხადება, არამედ მათი დახურვა და აკრძალვა.

„კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, სწორი და მისაღებია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს კანონი არ და ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის სრულ ნებას. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება არ გახლავთ ამ ადამიანების მხოლოდ „გავლენის აგენტებად” გამოცხადება, ეს ყველასთვის ისედაც ცხადი და გასაგებია. საჭიროა ამ აგენტურისთვის უშუალოდ „საქმიანობაში” ხელის შეშლა, მათი დახურვა და აკრძალვა…“, – აცხადებს მორგოშია.

“ალტ-ინფო”, რომელიც თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწოდებს, მედიამონიტორების შეფასებით, “ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა”. ის პრორუსულ გზავნილებს ავრცელებს რუსეთის ომზეც უკრაინაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S