Accentnews.ge
მდინარაძე – ოპოზიციას: "ვიცით, პროვოკაციას გეგმავთ, განსაკუთრებით ქალები, უპასუხოდ არ დარჩება"

მდინარაძე – ოპოზიციას: "ვიცით, პროვოკაციას გეგმავთ, განსაკუთრებით ქალები, უპასუხოდ არ დარჩება"

07/03/2023 13:48:07 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძწ აცხადებს, რომ ოპოზიცია პროვოკაციას გეგმავს, რაც უპასუხოდ არ დარჩება.

"ბატონებო, მძიმე პროვოკაციას გეგმავთ, ვიცით ამის შესახებ, განსაკუთრებით ქალი დეპუტატების მხრიდან და გაფრთხილებთ, რომ უპასუხოდ არ დარჩება ეს მძიმე პროვოკაცია და არ შეიძლება ასეთი მეთოდებით, თქვენ რასაც გეგმავთ, ასეთი სიბინძურის გაკეთება, არც მოფიქრება არ შეიძლება და დანარჩენი ვნახოთ", – ასე მიმართა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც "აგენტების შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ანა წითლიძეს ბოთლის მანდატურებისთვის ჩაბარება სთხოვა, რომელიც მას ხელში ეჭირა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არის ეჭვი, რომ ის ამ ბოთლის დახმარებით რაღაცას გეგმავდა.

"თქვენ გაქვთ რაღაც ბოთლი, ეჭვია, რომ რაღაცას აპირებთ. ძალიან გთხოვთ, ეგ ბოთლი ჩააბარეთ მანდატურს, გასვლისას დაგიბრუნებენ, არ არის პრობლემა. სამწუხაროდ, ამ დარბაზში გვაქვს ცუდი გამოცდილება. გთხოვთ, ჩააბაროთ. სამწუხაროდ, ქალბატონო ანა, ნდობა იმის მიმართ, რომ თქვენ რაიმე ექსტრავაგანტურს არ ჩაიდენთ, არ გვაქვს“.

ამის შემდეგ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა წითლიძეს მოსთხოვეს, ბოთლი შეენახა, რაზეც მან უარი თქვა და სხვა მხარეს გადავიდა.

„მანდ ბრძანდებოდეთ მაშინ. მადლობა, ქალბატონო ანა. მანდატურს ვთხოვ, გამოვიდეს და ანა წითლიძე მანდ ბრძანდებოდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რამდენიმეწუთიანი სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ანა წითლიძეს სხდომათა დარბაზში დარჩენის უფლება მისცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S