Accentnews.ge
გოცირიძე: "დინამოს“ და სხა კლუბებს, რომლებმაც დაგმეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი, სოლიდარობა გამოუცხადეს „ბარსელონამ“, „რეალმა“ და „ოსასუნამ“

გოცირიძე: "დინამოს“ და სხა კლუბებს, რომლებმაც დაგმეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი, სოლიდარობა გამოუცხადეს „ბარსელონამ“, „რეალმა“ და „ოსასუნამ“

07/03/2023 14:05:27 პოლიტიკა

"ბატონო გურამ, რატომ არ მპასუხობთ კითხვაზე, მე დაგისვით შეკითხვა, ევროპაში არის 50 სახელმწიფო, ამ 50 სახელმწიფოში სად მოქმედებს მსგავსი კანონი?" - ასე მიმართა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" წევრ გურამ მაჭარაშვილს.

"ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, როგორც იტყვიან „გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო“ და „მოგეწიათ ეს ქვა აღმართში“. ორიოდე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენი სპორტული კლუბების „დინამოს“ და სხვების განცხადებების გამო, რომლებმაც ეს კანონი დაგმეს, ამ კლუბებს სოლიდარობა გამოუცხადეს ესპანეთის საფეხბურთო კლუბებმა „ბარსელონამ“, მადრიდის „რეალმა“ და „ოსასუნამ“. აი, ეს გინდოდათ თქვენ“, - მიმართა გოცირიძემ მაჭარაშვილს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S