Accentnews.ge
ოპოზიციის ნაწილი შეხვედრას მართავს

ოპოზიციის ნაწილი შეხვედრას მართავს

07/03/2023 14:19:29 პოლიტიკა

მას შემდეგ, რაც პარლამენტში სესიაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეკრება დაიწყეს.

მათი თქმით, შეხვედრა საკონსულტაციო ხასიათის იქნება და მას ესწრებიან, მათ შორის "ლელოს" და "გირჩი – მეტი თავისუფლების" წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მივიდა პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე.

"მე იმიტომ ვარ დღეს აქ, რომ ქვეყანა კარგავს ევროპულ პერსპექტივას", – განაცხდა მან.

პარლამენტში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც შეკრებილები არიან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S