ნიკა სიმონიშვილი: "ოცნება" მუდმივად იტყუებოდა, მოგვატყუა დღესაც... ყველანი პარლამენტთან!"
07/03/2023 14:39:41 პოლიტიკა
"ოცნება" მუდმივად იტყუებოდა, მოგვატყუა დღესაც... ყველანი პარლამენტთან!", – აცხადებს საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.
პარლამენტში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც შეკრებილები არიან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.
საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.


