ანი წითლიძე მამუკა მდინარაძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
07/03/2023 14:54:22 პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატი ანი წითლიძე უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ პარლამენტის სასესიო დარბაზში დაბრუნებულმა წითლიძემ თავად განაცხადა.
დეპუტატი ქალის თქმით, მდინარაძე მას ფიზიკურად დეპუტატთა ოთახში გაუსწორდა.
მოგვიანებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მდინარაძემ მასზე თავდასხმა სცადა:
"მდინარაძემ ჩემზე თავდასხმა სცადა და არ გამოუვიდა, საკადრისი პასუხი მიიღო. ყოველთვის მიიღებენ იმ პასუხებს, რომელიც ადეკვატურია ამ ვითარებაში. ეს არის სახედაკარგული დაჯგუფება, რომელსაც ხალხთან საერთო არ აქვს. აუცილებლად მიიღებენ შესაბამის პასუხს. მე და ანა წითლიძე ვიყავით. ყველა ერთად შეეცადნენ ჩემზე თავდასხმას და მიიღეს საკადრისი პასუხი. სხვა უმრავლესობის წევრებიც იყვნენ. ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს და მიიღეს შესაბამისი პასუხი“.


