Accentnews.ge
პაპუაშვილმა არ დააკმაყოფილა თხოვნა შესვენების თაობაზე: "ესაა დეპუტატის ხვედრი, სხდომა გრძელდება შესვენების გარეშე"

პაპუაშვილმა არ დააკმაყოფილა თხოვნა შესვენების თაობაზე: "ესაა დეპუტატის ხვედრი, სხდომა გრძელდება შესვენების გარეშე"

07/03/2023 15:00:01 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს დილიდან უკვე მეორედ განუცხადა უარი დეპუტატების თხოვნას, გამოეცხადებინა შესვენება სესიაზე, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

"რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებულია შესვენება ერთსაათიანი, მთელი დღე ვმუშაობთ შესვენების გარეშე და უბრალოდ ფიზიკურად გახდა უკვე შეუძლებელი მუშაობა, თან ასეთი ემოციური დატვირთვაა. მოგმართავთ თხოვნით, გამოაცხადოთ შესვენება, არ არის საჭირო ერთსაათიანი, იყოს ნახევრსაათიანი, მაგრამ შესვენების შესაძლებლობა მოგვეცით, სხვა შემთხვევაში უკვე ფიზიკურად შეუძლებელია მუშაობა", – მიმართა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ პაპუაშვილს.

საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგი განაცხადა:

"წეღან მივიღე გადაწყვეტილება რომ შესვენების გარეშე გაგვეგრძელებინა, ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 9 საათამდე გაგრძელდეს. მთელი დღეა, აქ ვზივარ და მხედავთ ხომ? ესაა დეპუტატის ხვედრი. უკვე გაგრძელებულია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S