Accentnews.ge
სანიკიძე – "ოცნებას": "ივანიშვილი ელოდება ვინ გაიმარჯვებს ამ გაზაფხულზე უკრაინის ფრონტზე, მერე გამოვა და თქვენზე იტყვის რომ მოღალატეები ხართ"

სანიკიძე – "ოცნებას": "ივანიშვილი ელოდება ვინ გაიმარჯვებს ამ გაზაფხულზე უკრაინის ფრონტზე, მერე გამოვა და თქვენზე იტყვის რომ მოღალატეები ხართ"

07/03/2023 15:50:08 პოლიტიკა

პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე თხოვნით მიმართავს, მმართველ გუნდს მხარი არ დაუჭიროს "აგენტების შესახებ" კანონპროექტს და შევიდეს ისტორიაში, როგორც ღირსეული ქართველები. ამის შესახებ მან პარლამენტის სიასიაზე განაცხადა.

"რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი? ჩემი მოსაზრებაა, რომ იგი წელავს დროს. მთელ მსოფლიოში ყველა ველოდებით გაზაფხულს უკრაინის ბრძოლის ველებზე. გაწელავს ამ პროცესს, პირველი მოსმენით მიგაღებინებთ მაგ კანონპროექტს თქვენ, ჩემო ძვირფასო კოლეგებო და დაელოდება ვინ გაიმარჯვებს ამ გაზაფხულზე უკრაინის ფრონტზე. მერე გამოვა და თქვენზე იტყვის რომ მოღალატეები ხართ. არ უქნია ჯერ თუ რა. არ შეუნახია უჯრაში დღევანდელი პრემიერ–მინისტრი? აგერ თქვენ და აგერ მე. [...] მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება, ან სამშობლო ან საკუთარი შიშები. გირჩევთ, გთხოვთ, შედით ისტორიაში როგორც ღირსეული ქართველები. თორემ ის შეცდომა დანაშაულზე უარესი იქნება თქვენთვის. ეს ქვეყანა ამას გაუძლებს, თქვენზე უარესებისთვის გაუძლია", – განაცხადა სანიკიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S