Accentnews.ge
ზვიად ქორიძე: "ამ კანონის პირველი მოსმენით მიღებით "ოცნებამ" დაიწყო ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების დამხობა!"

ზვიად ქორიძე: "ამ კანონის პირველი მოსმენით მიღებით "ოცნებამ" დაიწყო ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების დამხობა!"

07/03/2023 16:30:23 პოლიტიკა

"ამ კანონის პირველი მოსმენით მიღებით "ოცნებამ" დაიწყო ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების დამხობა! ყველამ გაიაზროს - საქართველოში დაიწყო დიქტატურის დამყარება!", – აცხადებს ზვიად ქორიძე.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

ამ წუთებში პარლამენტთან უკიდურესად დაძაბული ვითარებაა.

ე.წ. რობოკოპები დაიძრნენ მომიტინგეებისკენ. მათ მოყვებათ კრიმინალური პოლიცია, რომელიც ცოცხალ ჯაჭვს აკეთებს.

"ლელოს" წევრ ლანა გალდავას განცხადებით, ისინი სავარაუდოდ, პარლამენტისგან დეპუტატების გასაყვანად აკეთებენ გზას.

აქციის მონაწილეები დეპუტატებს "მონებს" ეძახიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S