Accentnews.ge
"გამოდი, მშიშარავ! მაინც ვერ დაიმალები!“ – ქალი დეპუტატები პაპუაშვილს მიმართავენ

"გამოდი, მშიშარავ! მაინც ვერ დაიმალები!“ – ქალი დეპუტატები პაპუაშვილს მიმართავენ

07/03/2023 16:55:48 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარესთან უშედეგოდ ცდილობენ შეხვედრას დეპუტატი ქალები – სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი.

"გამოდი, მშიშარავ! მაინც ვერ დაიმალები! აქ თუ არა, ქუჩაში გიპოვის ყველა ქართველი და საქართველოს გამყიდველს სახეში შეგაფურთხებს!",– მიმართეს პაპუაშვილს დეპუტატებმა, რომელიც მათი თქმით, კაბინეტშია ჩაკეტილი.

დეპუტატებმა განმარტეს, რომ რეგლამენტის საფუველზე მოითხოვენ მასთან შეხვედრას და აინტერესებთ, რას ფიქრობს პარლამენტის შენობასთან მობილიზებული ხალხის წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენების მაღალ ალბათობაზე.

„40 კაცი იცავს აპაპუაშვილს. დღეიდან მისთვის სალმის მიცემა სირცხვილია!“,– თქვა სამადაშვილმა.

„პაპუაშვილის პირადი პასუხსიმგებლობა იქნება, აქციის მონაწილეებზე თუ ხელს აღმარათავენ“,– თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

ამჟამად რუსთაველზე დაძაბული ვითარებაა. გამოჩნდა სპეცრაზმი, მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S